Sunday, 31 March 2019

ტრენინგის მე-6 დღე


  • წინა ტრენიგზე განვლილი მასალის მიმოხილვა;
  • დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით მე-4 მოდულს.შევისწავლეთ ელექტრონული გაზეთის გაკეთება და შევქმენით ელექტრონული გაზეთი.

Saturday, 30 March 2019

ტრენინგის მეხუთე დღე


  • მიმოვიხილეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა____მე-3 მოდულის შესახებ.
  • დღევანდელ ტრენინგზე  გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს.
  • ვისაუბრეთ ეფექტური პტრეზენტაციის წარმართვაზე,შევქმენით პრეზენტაცია.
  • ვისწავლეთ  ბლოგზე ინფორმაციის დატანა_გვერდების გაკეთება.

Sunday, 24 March 2019

ტრენინგის მეოთხე დღე


  • მომოვიხილეთ წინა შეხვედრის საკითხები__სასწავლო პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
  • დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები;პროექტის დასაწყისში,მსვლელობისას და დასრულების შემდეგ რომელი მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ.
  • ყურადღება გავამახბილეთ შეფასების მოკლე მონახაზზე.
  • ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურებზე,თუ როგორ უნდა გავანაწილოთ დავალებები დროში.

Saturday, 23 March 2019

ტრენინგის მესამე დღე


  • გავიმეორეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა.
  • გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას,ვისაუბრეთ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტი,მოვარგოთ ჩვენს საგანს.
  • ასევე 21-ე საუკუნის უნარები მივუსადაგოთ ჩვენს თემას.
  • ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიაზე,თუ როგორ უნდა გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე.

Sunday, 17 March 2019

პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.